გორის დილა ჩემპიონთა ლიგაზე 2015

გორის დილა პარტიზანთან შინაც დამარცხდა - 0:2

wikipedia.org

გორის დილა ბელგრადის პარტიზანთან განმეორებით მატჩშიც დამარცხდა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

გორელებმა პირველი შეხვედრა 1:0 დათმეს, ამჯერად კი მშრალი ანგარიშით - 0:2 წააგეს.

ბელგრადული დაპირისპირებისგან განსხვავებით, ქართველებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ იმ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის გოლად გარდასახვა ვერ მოახერხეს.

37-ე წუთზე უჩა სოსიაშვილის გუნდს ბრაშანაჩმა გაუტანა, მეორე გოლი კი კამერუნელმა აბუბაქარმა 64-ე წუთზე მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ევროთასებს ყველა ქართული გუნდი გამოეთიშა.

კომენტარები