FIFA-ს საქმე

FIFA-ს პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე დოლარები შეაყარეს

FIFA President Sepp Blatter announcing Qatar as the host country of the 2022 World Cup.

შვეიცარიის პროკურატურამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა ბრიტანელი მსახიობის საიმონ ბროდკინის წინააღმდეგ, რომელიც FIFA-ს პრეზიდენტის ზეფ ბლატერის პრესკონფერენციის ჩაშლას შეეცადა. იგი ბლატერთან მივიდა, დოლარები შეაყარა და უთხრა, რომ ამ თანხის საფასურად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილო კორეაში უნდა მოაწყოს. დაცვამ წესრიგის დამრღვევი დარბაზიდან გაიყვანა.

ფიფაში კორუფციული სკანდალის შემდეგ ბლატერმა პირობა დადო, რომ გადადგებოდა, თუმცა მას თანამდებობა დღემდე არ დაუტოვებია.

კომენტარები