GlobalGathering თბილისში

Fatboy Slim 11 სექტემბერს საქართველოში GlobalGathering დაუკრავს

billboard.com

2015 წლის 11 სექტემბერს ბრავო რექორდსის ორგანიზებით ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering ჩატარდება.

GlobalGathering ბრიტანული პროექტია, რომელიც 2001 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში, საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში ტარდება. GlobalGathering პირველი ლიცენზირებული ფესტივალი იქნება საქართველოში.

ფესტივალის ჰედლაინერი ნორმან კუკი, იგივე Fatboy Slim იქნება. Fatboy Slim გრემის მფლობელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული ელექტრონული პროექტია, რომელმაც 1996 წლიდან 5 ალბომი გამოუშვა, მათ შორის You've Come a Long Way, Baby რომელიც ბიგ ბიტის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

Fatboy Slim-თან ერთად ფესტივალზე არაერთი ქართველი და უცხოელი ელექტრომუსიკოსი დაუკრავს.

GlobalGathering ქალაქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდება და მასზე დასწრება უფასო იქნება.

 

 

 

კომენტარები