ელექტრომომარაგება

ენერგო-პრომ ფინანსური პრობლემების გამო თითქმის ყველა ტექნიკური სამუშაო შეაჩერა

დღეს მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის მოსახლეობამ ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, სოფელს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება. მოსახლეობის განცხადებით, სოფელში არც გაზიფიკაციის პროცესი დაწყებულა.

ენერგო-პრო ჯორჯიას განმარტებით კი, არსებული ვითარება კომპანიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

„კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, რაც გამოიწვია იმან, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, კომპანიას გაუძვირდა შესასყიდი ელექტროენერგია. ამის გამო თითქმის ყველა ტექნიკური სამუშაოები შეჩერებულია. შეიძლება ითქვას, გამრიცხველიანების პროცესიც. თუმცა კონკრეტულად ამ სოფელს რაც შეეხება, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა - რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება, დროულად, სწრაფად მოუგვარდეთ პრობლემა,“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დვალიშვილმა.

კომენტარები