შსს-ს რეფორმა

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური დაამტკიცა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგები ასეთია - 83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა. 

კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ 1 აგვისტოდან ამოქმედდება. სუს-ის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური 6 წლის ვადით აირჩიეს.

კანონის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურ დაწესებულებათა სისტემა. ცვლილებით ასევე განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

კომენტარები