თბილსისი მერია

გმირთა მოედანზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება

amerikiskhma.com

გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, 24 ივლისს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 240 ათასი ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.

დედაქალაქის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

კომენტარები