ელექტროენერგიის ტარიფი

პრემიერი: დენის ტარიფის სუბსიდირებაზე ინფორმაცია დღის ბლომდე გახდება ცნობილი

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როგორ მოხდება ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

"დენის ტარიფს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ჩემი დავალებით. დღის ბოლომდე უკვე საზოგადოებას წარვუდგენ სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 1 აგვისტოდან ენერგო-პრო ჯორჯიას მილიონზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია უძვირდება. სატარიფო განაცხადით სემეკს თელასმაც მიმართა.

კომენტარები