თბილისი-2015

ოლიმპიური ფესტივალის გახსნას პრეზიდენტი არ დასწრებია

ტაბულა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას და სპორტსმენებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიულოცა.

„გილოცავთ "ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს" დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისი 2015 მიხეილ დღეს მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას დასწრო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი არ დასწრებია.

 

კომენტარები