დანაშაულის სტატისტიკა

შსს: იანვარ-ივნისში, წინა წელთან შედარებით, დანაშაულმა 4.93%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს-ს ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებამ 17 434 დანაშაული დაარეგისტრირა. მათგან გაიხსნა 9 772 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.93%.

რაც შეეხება ივნისის თვეს, რეგისტრირებულია 3089 დანაშაული. მათგან გაიხსნა 1386 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.87%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -0.87%.

 

კომენტარები