უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთი უკრაინელ მესაზღვრეებს რუსეთის მოქალაქის დაჭრაში ადანაშაულებს

politeka.net

რუსულმა ФСБ-მ უკრაინელი მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეთა დაჭრაში დაადანაშაულა. რუსული სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებს უკრაინელმა მესაზღვრეებმა მაშინ ესროლეს, როდესაც უკრაინული სასაზღვრო პუნქტის ფონზე მეგობართან ერთად "სელფის" გადაღებას ცდილობდა. რუსული მედიის ცნობით, დაჭრილი ადგილობრივ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ეს ფაქტი უარყო, რადგან ჩატარებული გამოძიების შედეგად სროლის ფაქტი არ დადასტურდა.

მანამდე კი, უკრაინელმა მესაზღვრეებმა დონეცკის ოლქში საბრძოლო მასალით დატვირთული მანქანა დააკავეს, რომელშიც ორი სამხედროფორმიანი შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი, უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორია. ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.

ორი რუსი სამხედრო - ГРУ-ს სპეცრაზმის მოსამსახურეები, უკრაინელმა სამხედროებმა მაისში დააკავეს. თუმცა მოსკოვმა საკუთარ ჯარისკაცებზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დაკავებულები შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობდნენ.

 

კომენტარები