რეკლამა

M2 ბინის შესაძენად მომხმარებელს ახალ საკრედიტო პროდუქტს სთავაზობს

m2

დეველოპერულმა კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m2 იპოდრომთან 2" წარადგინა. კომპანიის ცნობით, წინასწარი გაყიდვები დაწყებულია. ახალი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი "m2 იპოდრომთან 2" საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე 10 ნომერში აშენდება, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის "m2 იპოდრომთან" გვერდით. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 14,079 კვ.მ-ზე გაშენდება და სრულად გარემონტებულ 819 ბინას მოიცავს. გასაყიდი ბინების ფართობი 36 კვ.მ-დან 170 კვ.მ-მდე მერყეობს, შესაბამისად, სასურველი ბინის შერჩევას ნებისმიერი გემოვნებისა და საჭიროების მქონე ადამიანი შეძლებს.

ბინების მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება ცნობილი ევროპული ბრენდების მიერ წარმოებული სარემონტო მასალები და სადარბაზოები აღჭურვილი იქნება თანამედროვე მაღალი ხარისხის ლიფტებით. კომპლექსში გათვალისწინებულია 3-დონიანი ავტოსადგომი, გათვლილი ყველა ბინისთვის. "m2 იპოდრომთან 2"-ის ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის 2-სართულიანი საბავშვო ბაღი, რომელიც ორივე საცხოვრებელი კომპლექსის ბინადარ პატარებს მოემსახურება. კომპლექსის ეზოში განთავსებული იქნება რამდენიმე სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, გათვლილი როგორც აქტიური, ასევე მშვიდი დასვენებისათვის. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება კომერციული სივრცეც, სადაც გაიხსნება მომავალი მაცხოვრებლებისთვის საჭირო სავაჭრო და მომსახურების ობიექტები.

აღსანიშნავია, ბინების ფასი. მაგალითად, 2-საძინებლიანი ბინის შეძენა დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით 39,996 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი. კომპლექსში "m2 იპოდრომთან 2"- ბინის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინა განსაკუთრებით დაბალ ფასად, მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე, სანამ გაყიდვები ოფიციალურად დაიწყება. ბინების დაჯავშნის პროცესი დაწყებულია.

კომენტარები