ლიბია კადაფის შემდეგ

ლიბიის სასამართლომ მუამარ კადაფის შვილს სიკვდილი მიუსაჯა

ლიბიის სასამართლომ მუამარ კადაფის შვილს საიფ ისლამს, 2011 წლის მოვლენების დროს მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისთვის სიკვდილი მიუსაჯა. ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ლიბიის სპეცსამსახურების ყოფილ ხელმძღვანელ აბდალა სენუსის და ყოფილ პრემიერს ბაღდადი ალ მაჰმუდის.

სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია მსჯავრდებული. დანარჩენ მსჯავრდებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.

ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი 2011 წელს დაამხეს და მოკლეს. ამჟამად ლიბიაში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. 

კომენტარები