გაზმომარაგება

SOCAR Georgia: სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზმომარაგებას პრობლემას არ შეუქმნის

http://globe-views.com

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა" და "შაჰ-დენიზის" მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაზმომარაგებას პრობლემას არ შეუქმნის. კომპანიის განცხადებით, მილსადენებზე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება და ეს პროცესი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას არ გამოიწვევს.

"მილსადენების ოპერატორი კომპანიები SOCAR-ი და BP-ი დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს დაგეგმილი სარებილიტაციო სამუშაოების შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას რამდენიმე თვით ადრე უგზავნიან. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შაჰ-დენიზის სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება და ამ პერიოდში საქართველოს ბუნებრივი გაზი ალტერნატიული, ყაზახის ძველი მილსადენით მიეწოდება. გამართული ფუნქციონირების მიზნით მილსადენებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ხორციელდება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც აბონენტებისათვის და მით უმეტეს ქვეყნისათვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტას არ იწვევს", - აცხადებენ კომპანიაში. 

 

კომენტარები