საბანკო ზედამხედველობა

ხადური: ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადების საჭიროებას ვერ ვხედავ

ტაბულა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მოგეხსენებათ, გუშინ პრემიერმინისტრი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში. დღეს ვიმსჯელეთ მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით, რომ შენიშვნების ძალიან დიდი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სექტემბრის თვეში თბილისში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთან ერთადაც ამას გავივლით და შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამის ასახვა მოქმედ კანონში. ასე რომ, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისა, რომ დაიდოს ვეტო ან სხვა რაიმე მექანიზმები", - თქვა ხადურმა.

კომენტარები