ხაჯიმბას განცხადება

მარიონეტული რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების გადაცემას გეგმავს

rferl.org

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა მომხრეა, რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენაზე შეზღუდვები მოეხსნათ.

დღეს მოქმედი წესებით, აფხაზეთში მიწის ან სახლის შეძენის უფლება მხოლოდ ე. წ. აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ. რაულ ხაჯიმბას თქმით, ასეთ გარიგებები ფარულად, ფიქტიური მესაკუთრეების მეშვეობით მაინც ფორმდება, თუმცა, ე.წ. სახელმწიფო ამით სარგებელს ვერ იღებს.

რაულ ხაჯიმბა გამოვიდა წინადადებით გულრიფშის რაიონში მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის იჯარით გადაცემის თაობაზე, რათა იქ სასტუმროები აშენდეს და რეგიონი განვითარდეს.

კომენტარები