თალიბანი

ისლამისტურმა დაჯგუფება თალიბანმა მეთაურად აჰთარ მანსური აირჩია

dunyabulteni.net

თალიბანმა ახალი ლიდერი აირჩია. ისლამისტურმა დაჯგუფებამ ახალი მეთაურის ვინაობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გუშინ დადასტურდა, რომ ლიდერი მოლა ომარი გარდაიცვალა. მოლა ომარის მემკვიდრე მისი მოადგილე მოლა აჰთარ მანსური გახდა. BBC-ის ცნობით, მანსურის არჩევას თალიბანის რიგებში უთანხმოება მოჰყვა.

55 წლის მოლა ომარი თალიბანს 1996 წლიდან მეთაურობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მის დაკავებაში დახმარებისთვის ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

კომენტარები