თურქული ნაკადი

"თურქულ ნაკადზე" მოლაპარაკება ჩაიშალა

მოლაპარაკება რუსეთსა და თურქეთს შორის გაზსადენ თურქული ნაკადის მშენებლობის შესახებ გაურკვეველი დროთ შეჩერებულია, ამის მიზეზი გაზის ფასზე უთანხმოპება გახდა. ამის შესახებ Reuters თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, თურქეთი 28-30 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შემთხვევაში 10,25%-ან ფასდალენას ითხოვდა, რაზეც მოსკოვმა უარი განუცხადა.

გარდა ამისა, რუსული მხარე ერთდროულად ოთხი მილსადენის მშენებლობას მოითხოვდა, თურქეთმა კი რუსეთს თანხმობა მხოლოდ ერთი მილსადენის მშენებლობაზე მისცა.

წინასწარი შეთანხმება თურქული ნაკადის მშენებლობის შესახებ რუსეთსა და თურქეთს შორის 2015 წლის იანვარში შედგა. მილსადენის სიგრძე 1100 კილომეტრი უნდა ყოფილიყო, გამტარუნარიანობა - 50-60 მილიარდი კუბური მეტრი. ის რუსეთიდან თურქეთი შავი ზღვის ფსკერით უნდა გაყვანილიყო. თავდაპირველად მშენებლობის დაწყება ივნისისთვის იყო დაგეგმილი.
თურქული ნაკადის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთიდან ევროპის ქვეყნებისთვისაც იყო დაგეგმილი.

კომენტარები