ხანძარი ბორჯომში

სოფელ დვირში ხანძარი ლოკალიზებულია

რუსთავი 2

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის წიწვოვან ტყეებში ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად წაქაშვილი იმედოვნებს, რომ ხანძარი უახლოეს მომავალში იქნება ლიკვიდირებული.

"ამ ეტაპზე 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ასევე 20 სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სამუშაოები. ამ წუთისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ და ველოდებით, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იქნება. გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მუშაობს", - თქვა წაქაშვილმა.

ხანძრის ლიკვიდირებისთვის ორი ვერტმფრენიც მუშაობს. განადგურებულია 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორია.

კომენტარები