გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

ტაბულა სოლიდარობას უცხადებს რუსთავი 2-სა და კოლეგებს

ტაბულა

ტაბულა გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ქვეყნის რამდენიმე თვითმმართველმა ქალაქმა ტელეკომპანიას უარი უთხრა გასართობი ხასიათის ღონისძიების გამართვაზე, რაც ვერ ახსნა ვერცერთი ლეგიტიმური მიზეზით.

მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია და ის შეუძლებელი გახდებოდა ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე. ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს პოლიტიკური მოტივებით მედიასა და კონკრეტულად რუსთავი 2-ზე ორგანიზებული ზეწოლის მცდელობას.

ტაბულა სოლიდარობას უცხადებს კოლეგებსა და რუსთავი 2-ს. მივესალმებით, რომ ზეწოლის მიუხედავად, ისინი კვლავ აპირებენ კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებებით სარგებლობას და გეგმავენ ღონისძიებების გამართვას ფოთსა და ბათუმში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და დაიცვას როგორც ორგანიზატორთა, ისე დამსწრეთა უსაფრთხოება.

კომენტარები