დევნილების აქცია

სუბარი: რამდენი მიტინგიც გინდა გამართონ, შენობიდან მაინც გავიყვანთ

სოზარ სუბარი
Georgian Times

დღეს დილიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილები  და სოციალურად დაუცველი პირები შეიკრიბნენ. მათი უმრავლესობა ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში ცხოვრობს და ფართის დაკანონებას ითხოვს. ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან აქციის მონაწილეებმა  დაცვის პოლიციის კორდონი გაარღვიეს.

დევნილების მოთხოვნებს დევნილთა მინისტრმა უპასუხა. სუბარი ამბობს, რომ აქციების გამართვას აზრი არ აქვს, რადგან ამ ადამიანებს შენობიდან მაინც გამოასახლებენ.

"რამდენიც გინდა მიტინგი გამართონ მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, ამ შენობიდან მაინც გავიყვანთ. გვინდა გავიყვანოთ ნებაყოფლობით, კანონიერად, თბილად, რბილად, მოფერებით და არ იყოს ძალადობა. თუ არ დაემორჩილებიან კანონის მოთხოვნას, მაშინ  იქნება სხვა მეთოდები. ყველა მიიღებს ბინას კანონის შესაბამისად, ვისაც არ ეკუთვნის არ მიიღებს", - აღნიშნა სუბარმა.

 

კომენტარები