საბანკო ზედამხედველობა

გოგუაძე: თუ ვეტოს დაძლევენ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ

ტაბულა

იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე დადებულ ვეტოს დაძლევს, თავისუფალი დემოკრატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების წევრმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

"პრეზიდენტმა დაადო ვეტო ამ კანონს, რითიც უმრავლესობას მისცა საშუალება, დაფიქრდეს და თუ უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოს, უმრავლესობა კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას აიღებს თავის უპასუხისმგებლობაზე ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის მიმართ. თუ უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოს, ჩვენ მოვამზადებთ საკონსტიტუციო სარჩელს და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში", - თქვა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვეტო დაადო.

კომენტარები