შერჩევითი მართლმსაჯულება

ოთარ კახიძე: მიხეილ სააკაშვილის ძებნა ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ოთარ კახიძე
facebook

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უარი განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნის გამოცხადებაზე და ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ არსებული საერთაშორისო ძებნა გააუქმა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ცნობით, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს.

"ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა." - წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის მიხედვით გასაჩივრდა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური დევნა დაუშვებელია. დღესვე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან დავით კეზერაშვილი ამოიღო, მისი ადვოკატის, შოთა მინდელის თქმით, ინტერპოლმა დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკური მოტივების გამო იძებნებოდა. 

კომენტარები