შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს ახალი მინისტრის ვინაობა დღეს, 14:00-ზე გახდება ცნობილი

RFE/RL

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს, 14:00 საათზე გახდება ცნობილი. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსად დაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან იწყებს მუშაობას.

კომენტარები