სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი იქნება

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი წარადგინა. კახიშვილი აქამდე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. მან პოსტზე გიორგი მღებრიშვილი შეცვალა, რომელიც დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსად დაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან იწყებს მუშაობას.

კომენტარები