უსამა ბინ ლადენი

უსამა ბინ ლადენის ნახევარდა, მისი მეუღლე და დედა ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

thegatewaypundit.com

ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდას ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ნახევარდა, მისი მეუღლე და დედა პარასკევს სამხრეთ ინგლისის თავზე იორდანიელ პილოტთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. 

კერძო თვითმფრინავი Embraer Phenom 300-ი რეისს მილანის მალპენსას აეროპორტიდან სამხრეთ ინგლისის ქალაქ ბლექბუშში მიფრინავდა. თვითმფრინავი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართავობის გამო ბლექბუშის ავტობაზრობის თავზე ჩამოვარდა. 

ბინ ლადენების ოჯახი საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ოჯახია. ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს მრავალმილიონიანი საინვესტიციო კორპორაცია BIN LADEN GROUP-ი, რომლის შემოსავლებმაც წინა წელს $2 მილიარდი შეადგინა. ბრიტანელმა სამართალდამცავებმა გვამების საუდის არაბეთში ტრანსპორტირება უკვე განახორციელეს. 

ალქაიდას ლიდერი უსამა ბინ ლადენი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა 2011 წელს პაკისტანში მოკლეს. 

კომენტარები