ღვინის ექსპორტი

შუხმანის ღვინოები: რუსეთს სურს, რომ მასზე უფრო მეტად ვიყოთ დამოკიდებულნი

schuchmann-wines.com

31 ივლისს The Wall Street Journal-ში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ფილიპ შიშკინის სტატია გამოქვეყნდა. ფილიპ შიშკინი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მრავალ ასპექტს, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც საუბარობს. სტატიაში შუხმანის ღვნის ქარხნის დამფუძნებლის გიორგი დაკიშვილის ინტერვიუც არის შესული, მისი თქმით რუსეთს სურს, რომ საქართველო მასზე უფრო მეტად იყოს დამოკიდებული.

რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ ყურძნის ფასები თითქმის გაორმაგდა, შუხმანის ღვინის ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის თითქმის 40% ექსპორტზე სწორედ რუსულ ბაზარზე გავიდა, თუმცა დიკაშვილი ამ ბაზართან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებსაც გამოთქვამს, რადგანაც თუკი რუსული ბაზარი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება საქართველოში მრავალი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს. დიკაშვილის თქმით, მისი აზრით რუსეთს უფრო მეტად უნდა, რომ საქართველო მასზე იყოს დამოკიდებული, რათა საქართველოზე ზეწოლის მოხდენის კიდევ ერთი საშუალება ჰქონდეს. 

რუსული ბაზრის ვარდნა ქართული ღვინის ექსპორტზე უკვე აისახა. წელს რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის ღირებულება წინა წელთან შედარებით 60% არის შემცირებული. ფილიპ შიშკინი წერს, რომ რუსულმა ემბარგომ ქართველი ღვინის მწარმოებლები აიძულა სხვა ბაზრების მოძიება და უფრო მაღალი ხარისხის ღვინის გამოშვება დაეწყოთ. რის გამოც ქართული ღვინოებმა ევროპულ ბაზრებზეც დაიწყეს დამკვიდრება, თუმცა 2013 წლის შემდეგ კომპანიების უმეტესობამ მთავარ საექსპორტო ქვეყნად ისევე რუსული ბაზარი აირჩია, რამაც შესაძლოა ამ ინდუსტრიის განვითარება შეანელოს.

 

კომენტარები