კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიდგორის, სოფელ დიღმის, სამხედრო გზატეკცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კილომეტრების, სარაჯიშვილის, იასამნის, ონიანის, ლუბლიანას, ჩაჩავას, დავარის, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის ჩიხის, ნადიკავარის, წინანაურის, კრწანისის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზნიაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I და IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, სამხედრო დასახლების, ლაგურაშვილის, ავშნის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, კობერიძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.