სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება

იოსებ გოგაშვილი
შსს

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა. მისივე თქმით, სხვა მოადგილეების შესახებ "მოგვიანებით ჩამოყალიბდება".

გომელაურისვე თქმით, უსაფრთხოების სამსახური 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩაზე განთავსდება.

იოსებ გოგაშვილი გომელაურის შს მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო.

კომენტარები