თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია თელასის ცნობით, ხვალ დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, გულიას და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, აწყურის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, საბადურის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, თემქის დასახლების X კვარტლის, ჩარგლის, ქუთათელაძის, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის II, III, IV მიკრორაიონების, ქერჩის, მამკოდის, გაგარინის და ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიდუბის II და III შესახვევების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მაღალაშვილის და გეგეჭკორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები