უშბა

მწვერვალზე ჩარჩენილი ბელარუსი ალპინისტი მაშველებმა გადაარჩინეს

netgazeti.ge

მაშველებმა უშბაზე, მწვერვალზე ჩარჩენილი ბელარუსი ალპინისტი მესტიაში გადაიყვანეს. ალპინისტი თავს კარგად გრძნობს.

ასევე მესტიის საავადმყოფოშია გადასვენებელი გარდაცვლილი მთამსვლელი. უცხოელი მთამსვლელები მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთი კედლის მონაკვეთზე იმყოფებოდნენ, სადაც ვერტმფრენი მიახლოებას ვერ ახერხებდა.

ორი ბელარუსი მთამსვლელი მწვერვალზე ასვლას გუშინ ე.წ. მეშლიაევის მარშრუტით ცდილობდა, თუმცა სავარაუდოდ ქვის ცვენის გამო ერთ-ერთი მათგანი მთიდან მოწყდა და დაიღუპა.

კომენტარები