გაზსადენზე აფეთქება

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა

რუსთავი 2

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის პროვინციაში გამავალი მილსადენის მონაკვეთზე მოხდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ყარსის გუბერნატორის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერებულია რეგიონში გაზის ტრანსპორტირება.

აფეთქების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ის ტყის მასივზე არ გავრცელებულა და სწრაფადვე ჩააქრეს.

კომენტარები