გაზსადენზე აფეთქება

ყარსის გუბერნატორი: გაზსადენის აფეთქების მიზეზი შესაძლოა ტერორისტული აქტია

რუსთავი 2

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარი აფეთქების მიზეზად ტერორისტული აქტი სახელდება - ამის შესახებ ინფორმაციას ყარსის გუბერნატორი ავრცელებს.

აფეთქება ყარსის პროვინციაში გამავალი მილსადენის მონაკვეთზე მოხდა. გამოძიება დაწყებულია და უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერებულია რეგიონში გაზის ტრანსპორტირება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ ექნება. 

"გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში თვითონ მილსადენი ცარიელი იყო, რადგან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და, შესაბამისად, ამ მომენტისთვის მილსადენი გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდა. ასე რომ, არცერთ ნაწილში ჩვენ ეს საფრთხეს რა გვიქმნის", - განაცხადა ვალიშვილმა.

აფეთქების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ის ტყის მასივზე არ გავრცელებულა და სწრაფადვე ჩააქრეს.

კომენტარები