ხანძარი თბილისში

ხანძრის დროს დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

ელიავას ბაზრობის მახლობლად გუდაუთის #7-ში გაჩენილი ხანძირის დროს დაკარგულ ორ პირს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ. ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული, ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას სახანძრო ვერტმფრენიც იღებდა.

ოჯახის წევრთა თქმით, მათ დაკარგულებთან კონტაქტი ხანძრის დაწყებამდე დაკარგეს. ორივე დაკარგული საღებავების საწყობის ტერიტორიაზე მუშაობდა და ხანძრის დროს სავარაუდოდ სწორედ იქ უნდა ყოფილიყვნენ. 

საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები დაახლოებით ორი საათის მანძილზე აქრობდნენ. ამ დროისთვის ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

კომენტარები