სოციალური დახმარება

მინისტრის მოადგილე: მარტოხელა პენსიონერებს დახმარება 20 აგვისტოდან აღუდგებათ

ზაზა სოფრომაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, მარტოხელა პენსიონერებს, რომელთაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ.

"20 აგვისტოდან, იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუჩერდათ დახმარება, შეეძლებათ, მიიღონ ჩვეულებრივი წესით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართული კამპანია მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადამიანების ბედით მანიპულირებამ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყნება პოლიტიკური მიზნებისთვის. მინდა განვმარტო ის, რომ სახელმწიფო ეხმარება ყველაზე შეჭირვებულებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დღეისათვის 1 600 000 ადამიანმა მიმართა. ცხადია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველას აღმოუჩინოს სოციალური დახმარება, ამისთვის არსებობს კომპენსაციის სხვა საშუალებები", - თქვა სოფრომაძემ.

კომენტარები