მისტრალები

რუსეთი და საფრანგეთი მისტრალის პირგასამტეხლოს თანხაზე შეთანხმდნენ

0 კომენტარი
რუსული ავიამზიდი ადმირალი კუზნეცოვი ფოტო: Eurasian Defence

რუსეთმა და საფრანგეთმა მისტრალის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთი რუსეთს მისტრალის ტიპის ორ ვერტმფრენმზიდს აღარ მიჰყიდის და სანაცვლოდ მოსკოვს კომპენსაციას გადაუხდის.

პარიზი რუსეთს სრულად აუნაზღაურებს გადახდილ თანხას. რუსეთს 1,2 მილიარდი ევროდან, წინასწარ 840 მილიონი ევრო ჰქონდა გადახდილი.

შეგახსენებთ, რომ მისტრალის კლასის ორი ვერტმფრენმზიდი საფრანგეთმა რუსეთის შეკვეთით ააგო. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მათ გადაცემაზე მოსკოვს უარი უთხრა.

ოფიციალური პარიზის განცხადებით, ამ ეტაპზე მისტრალების გაყიდვა აღარ იგეგმება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები