ანხელ დი მარია პსჟ-ში

ანხელ დი მარიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა

psg.com

ანხელ დი მარია პარი სენ-ჟერმენში 2019 წლამდე ითამაშებს, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

27 წლის არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა დოჰაში და დღეიდან, ოფიციალურად საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში ითამაშებს.

არ დასახელებულა ოფიციალური თანხა, თუ რამდენს მიიღებს ფეხბურთელის უკვე ყოფილი კლუბი - მანჩესტერ იუნაიტედი არგენტინელის სანაცვლოდ, თუმცა ინგლისურ პრესაში ვარაუდობენ, რომ გარიგება 63 მილიონი ევრო დაჯდა.

"ძალიან ამაყები ვართ, რომ ანხელ დი მარიამ პარი სენ-ჟერმენი აირჩია, - განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ, - ის შესანიშნავი ტალანტის მქონე მოთამაშეა, არის ძალიან სწრაფი და შეუძლია მეტოქე ფეხბურთელების მოტყუება. ის შეუერთდება ჩვენი კლუბის ძლიერ სამხრეთამერიკულ კომუნასა და მთლიანად პარი სენ-ჟერმენის ოჯახს. დი მარიას დამატებით, პსჟ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სურვილი, ევროპაში ყველაზე დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს".

კომენტარები