თაღლითობა

პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

0 კომენტარი
მთავარი პროკურატურა ფოტო: პროკურატურა

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე კახაბერ მაღრაძე და იოსებ ელიაშვილი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ნასამართლევმა კახაბერ მაღრაძემ და ასევე ნასამართლევმა იოსებ ელიაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლეს, ანა გიგაურს, ვითომდა მეუღლის სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით 5000 აშშ დოლარი გამოსძალეს. გამოძიებით დადგენილია, რომ კახაბერ მაღრაძე იოსებ ელიაშვილთან შეთანხმებით, ანა გიგაურს როგორც პროკურორი დავით ქორიძე გაეცნო და დაარწმუნა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხებდა პატიმრობაში მყოფი მეუღლის გათავისუფლებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.

"მივმართავთ საზოგადოებას, რომ პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურას", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები