ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ქონება სრულად დააყადაღეს

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

ტელეკომპანიის ცნობით, ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

რუსთავი 2-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის, ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

შეგახსენებთ, არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23%, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, ტელეკომპანია საქართველო - 51% და ნინო ნიჟარაძე - 9%. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. აღნიშნულს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, "რუსთავი 2-ისა და ქიბარ ხალვაშის საქმეში მთავრობის ჩართულობა ნულის ტოლია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები