ტელეკომპანია რუსთავი 2

ბერაია: ამგვარ უპერსპექტივო სარჩელზე ყადაღის გამოყენება კანონით არ შეიძლება

იურისტ გიორგი ბერაიას შეფასებით, კანონის მიხედვით მოსამართლე ყადაღას იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ვარაუდი არსებობს, რომ საბოლოოდ სარჩელის დაკმაყოფილდება. ანუ, კანონის მიზანია უპერსპექტივო სარჩელებზე საკუთრების ამგვარი შეზღუდვა გამოირიცხოს. იმის გამო, რომ გარიგება 10 წლის არის და მასზე მხოლოდ აგვისტოში მოხდა სარჩელის შეტანა. 

"მაინტერესებს 10 წლის წინანდელ გარიგებებთან დაკავშირებით დღეს შეტანილ სარჩელზე მოსამართლეს რატო გაუჩნდა ასეთი ვარაუდი. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე გარიგების ბათილობაზე არსებობს ხანდაზულობის ვადები, რომლის გასვლის შემდეგ ცამდეც მართალი რომ იყო ვერაფერს მიაღწევ."- წერს ბერაია საკუთარ ფეისბუქზე. 

კომენტარები