2008 წლის აგვისტოს ომი

წულუკიანი: 2008 წლის ომის გამოძიების საქმეზე მასალები ჰააგის სასამართლოშია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები ჰააგის სასამართლოშია გადაგზავნილი - ამის შესახებ იუსტიციის მინტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, ჰააგის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას თავად ჩაატაროს თუ არა გამოძიება.

„აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები რამდენიმე თვეა, გადაგზავნილია ჰააგის სასამართლოში. ჰააგის პროკურორმა უნდა დაადგინოს, საკმარისია თუ არა ის ნაბიჯები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქართველომ ჩაატარა და მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭიროება, რომ თავად მან გამოიძიოს ეს საქმე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლო ჩათვლის, რომ რაც 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ორმა მთავრობამ გააკეთა, არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ის თავად დაიწყებს გამოძიებას. ჩვენ ვართ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში" - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები