კარბელაშვილის დაკავება

კარბელაშვილი: ჩემი დაკავება პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთაა

cp.ge

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კარბელაშვილის გუშინ ღამით მისი დაკავების ფაქტს, მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ეს პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთაა.

"გამთიშეს, ძალიან ბევრი ტრავმა მაქვს სხეულზე. ბორკილებში ვიყავი. 6 სათი ვიყავი გატაცებული. ბავშვების ჩემი ოჯახის წევრების წინაშე, მეზობლების წინაშე, ჩემი მანქანიდან გადმომაგდეს. ვერ გავიგე რამდენი მანქანა იყო, რამდენიმე ათეული კაცი იყო, როგორც ამბობენ. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ბანდიტები, რომლებმაც მომიტაცეს და ჩემი შვილების წინაშე, რაღაცები მომასხეს, შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთა, მათ აღიზიანებთ ჩემი მოძრაობა, ხალხის სიყვარული.ასე მტერს არ მოექცეოდნენ. იმდენად ცუდად იქცეოდნენ, რომ გამახსენდა " ძაღლები "- საშინელი ადამიანები, რომელიც გეთამაშება რაღაცას, თან გეუბნება აი შენმა ძმაკაცებმა გაგყიდეს. რომ ვიკითხე ვინ არის ჩემი ძმაკაცი მიპასუხეს - კალაძე. ზოგი პოლიციელი, რომელსაც რცხვენოდა, მოდიოდა ჩემთან და ჩუმად მეუბნებოდნენ, რომ პირდაპირ ღარიბაშვილი აკონტროლებს. მუდმივად ღარიბაშვილზე იყო საუბარი, ახსენეს კალაძეც. შემრცხვა იმის, რაც გუშინ ხაშურის და გორის პოლიციაში მოხდა. მე მათ ვუთხარი რომ ერთადერთი გაჩუმების გზა ჩემი ლიკვიდაციო იყო, გავაფრთხილე, რომ ამ ყველაფერს ვიტყოდი."-განაცხადა დეპუტატმა გიორგი კარბელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში დააკავეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირება მოჰყვა კარბელაშვილის ოსიაურიდან გორში გადაყვანასაც. კარბელაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს.

კომენტარები