ჟურნალისტის მკვლელობა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ჟურნალისტი რასიმ ალიევი მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: http://i1.tribune.com.pk/

აზერბაიჯანში 30 წლის ჟურნალისტი რასიმ ალიევი მოკლეს.

ჟურნალისტს უცნობმა პირებმა საფეხბურთო კლუბ გაბალას ფეხბურთელის, ჯავიდ გუსეინოვის გაკრიტიკების გამო, სასიკვდილოდ სცემეს.

ფეხბურთელმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ბოლოს თურქეთის დროშა შეურაცხყო, ამის შესახებ ინფორმაცია კი ჟურნალისტმა რასიმ ალიევმა გაავრცელა. ამის შემდეგ ჟურნალისტს თავს რამდენიმე უცნობი პირი დაესხა და სცემა. ალიევს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯავიდ გუსეინოვი მომხდართან კავშირს უარყოფს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები