გიორგი კარბელაშვილის საქმე

შს სამინისტრომ კარბელაშვილის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ასაჯაროებს.

შს სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვიდეომასალა ასახავს 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარ ინციდენტს, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით.

"ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები