უეფას სუპერ თასი 2015

უეფას სუპერთასის მატჩის გამო, ხვალ, თბილისის მეტრო გვიან ღამემდე იმუშავებს

უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ, 11 აგვისტოს, თბილისის მეტროპოლიტენი გვიან ღამემდე იმუშავებს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ მეტრო მგზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება. უეფას სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს, დინამო არენაზე, თბილისის დროით 22:45 წუთზე, გაიმართება.

კომენტარები