UEFA-ს სუპერთასი

სამარშრუტო ტაქსები დღეს, 18:00 საათიდან ალტერნატიული სქემით იმოძრავებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსები 18:00 საათიდან ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ. 

"სტადიონ "დინამო არენაზე" ფეხბურთის მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება მ/ს "წერეთლიდან" თამარ მეფის გამზირამდე არსებული გზის მონაკვეთები (წერეთლის გამზირი, ცაბაძის ქ., წინამძღვრიშვილის ქ., დავით აღმაშენებლის გამზირი).

აღნიშნულიდან გამომდინარე გთავაზობთ მითითებულ მონაკვეთზე გამავალი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის ალტერნატიულ სქემას.

№ 6, 31, 40, 89, 109, 111, 148 სამარშრუტო ტაქსები - აკაკი წერეთლის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (თამარ მეფის პანდუსთან ჩახვევით, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№ 32, 41, 51, 85, 102, 108, 133, 141 სამარშრუტო ტაქსები აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.
უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას გმირთა მოედნიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიტაძის ქ. – მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№195, 204 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება იქნება მ/ს "წერეთელთან", ნაცვლად ეროვნული სტადიონისა და დეზერტირის ბაზრისა. დანარჩენი სამოძრაო სქემა იგივე დარჩება.

№10 სამარშრუტო ტაქსი აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№66 სამარშრუტო ტაქსი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუმიმართულებისას მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 124, 220 სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემა სადგურის მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით არ იცვლება.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი.

№142 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გამოსვლისას, ნაცვლად თევდორე მღვდლის ქუჩისა იმოძრავებს: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№145 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - წინამძღვრიშვილის ქ. - თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№167 სამარშრუტო ტაქსის აკაკი წერელის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე მოხვდება ქუთაისის ქუჩის გავლით, ნაცვლად მეტრეველის, ყიფიანის და გიორგი ცაბაძის ქუჩებისა.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირზე შევა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან.

№169 სამარშრუტო ტაქსი აგლაძის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს: ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დღეს, 22:45 საათზე დინამო არენაზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები