UEFA-ს სუპერთასი

UEFA-ს სუპერთასის მატჩს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერმინისტრები დაესწრებიან

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერმინისტრები ეწვევიან. ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა დინამო არენაზე UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.

UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს, 22:45 საათზე გაიმართება. დინამო არენაზე ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან.

კომენტარები