UEFA-ს სუპერთასი

უეფას სუპერთასის გამარჯვებული ბარსელონა გახდა

gff.ge

უეფას სუპერთასის გამარჯვებული ბარსელონა გახდა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ბარსელონამ, ევროპალიგის ჩემპიონ სევილიას დამატებით დროში, ანგარიშით 5-4 მოუგო.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. მესამე წუთზე, საჯარიმო დარტყმით ევერ ბანეგამ სევილია წინ გაიყვანა. ლეო მესიმ ანგარიშის გათანაბრება სულ რაღაც ოთხ წუთში შეძლო. არგენტინელმა ფეხბურთელმა წონასწორობა საჯარიმო დარტყმით აღადგინა, მეთხუთმეტე წუთზე კი კვლავ საჯარიმო დარტყმით ბარსელონა წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს ბარსელონას მცველმა რაფინიამ ანგარიში 3-1 გახადა.

მეორე ტაიმში ლუის სუარესმა სევილიას მეოთხე გოლი გაუტანა. ანდალუსიელებმა ძალების მობილიზება შეძლეს და ძირითად დროში ბარსელონას სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. 57-ე წუთზე ხოსე ანტონიო რეიესმა შეამცირა ანგარიშში სხვაობა, 72-ე წუთზე გამეირომ 11-მეტრიანი დარტყმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მატჩის მიწურულს კი, ევჰენ კონოპლიანკამ მოედანზე შეცვლაზე შესული იმობილეს გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

დამატებითი დროის მეორე ტაიმში, 115-ე წუთზე პედრო როდრიგესმა საბოლოო ანგარიში 5-4 დააფიქსირა.

ბარსელონამ მეხუთედ მოიგო სუპერთასი და ამ მაჩვენებლით მილანს გაუთანაბრდა.

კომენტარები