აფეთქება

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში მომხდარ აფეთქებებს 44 ადამიანი ემსხვერპლა

12 აგვისტოს, ჩინეთის დროით 11:30-ზე ქალაქ ტიანძინში მომხდარმა ორმა აფეთქებამ 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ასობით ადამიანი. აფეთქება პორტის მახლობლად არსებულ საწყობში მოხდა, სადაც ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები იყო განთავსებული. სავარაუდოდ, აფეთქება ქიმიური ნივთიერებების გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებების დარტყმითმა ტალღამ ქალაქში შუშები ჩაამსხვრია, რის გამოც 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მაშველებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ნანგრევებში მოყოლილი და დაშავებული ადამიანები გადაარჩინონ. 

კომენტარები