საკადრო ცვლილებები შსს-ში

შსს: ცინარიძე და ჭანტურია, უწყებაში საქმიანობას სხვა პოზოციებზე გააგრძელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე, უწყებაში საქმიანობას სხვა პოზოციებზე გააგრძელებენ, ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან. ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს."- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით ცინარიძე და მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ჭანტურია ოფიციალურად არ ადასტურებდა და ამბობს, რომ ჯერჯერობით თანამდებობა არ დაუტოვებია, ხოლო ცინარიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

კომენტარები