ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - თბილისი 2015

ძალოსანი ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონად ცნეს

msy.gov.ge

ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

აპრილში, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, შესაბამისად, პირველობა ქართველ სპორტსმენს დარჩა.

„გილოცავთ ირაკლი თურმანიძის გამარჯვებას - მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა ჩემპიონმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა. ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ირაკლის უფრო დიდი წარმატებები წინ ელის", - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

კომენტარები